ანგარიში  
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ



გაკვეთილის ჩატარების დღე:  1.05. 2013.
სკოლა:    თბილისის I ექსპერიმენტული         კლასი:  V
მასწავლებლებიშაშიაშვილი, ნ. კაჟაშვილი
საგნები:მათემატიკაისტ
თემა:             წილადები

  მათემატიკა
მათ. V.2.     მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
·      გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ  ნაწილებს; ითვლის ასეთი ნაწილების შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით);
·      ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
·      წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე (წილადი, როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი, ერთეულის ნაწილი, მთლიანი ჯგუფის ქვეჯგუფი და როგორც "რიცხვით სხივზე" გარკვეული ადგილი).
მათ. V.3.     მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ნამცხვრის ნაჭრები);
·      იყენებს მოქმედებათა თვისებებს და მათ შორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ გასამარტივებლად  (შერეული რიცხვების შეკრება/გამოკლება; წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება).
ისტ
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
 მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა წილადების შესახებ, გაიგეს გაიგეს წილადის არსი,  სახეები, გაიმეორეს და გაიწაფნენ არაწესიერი წილადის შერეულ წილადად გადაქცევაში და პირიქით.. უპასუხეს მათემატიკის მასწავლებლის მიერ სლაიდების საშუალებით დასმულ კითხვებზე , იმუშავეს კომპიუტერთან და სმარტ-დაფასთან.
   მოსწავლეებმა დაასახელეს წესიერი და არაწესიერი წილადები, ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით  დაწერეს  ამოცანების პასუხები სმარტ-დაფაზე და კომპიუტერის ეკრანზე, სარგებლობდნენ თაგვით.
  ისაუბრეს დასმული ამოცანების შესახებ და ამოხსნეს ისინი. მიიღეს კვლევითი ტიპის დავალება.
        გაკვეთილი გამოვიდა საკმაოდ საინტერესო,   გაკვეთილი მიმდინარეობდა ჯეოსელის ოთახში, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ  ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რადგან შეთავაზებული დავალებების შესრულება  არ წარმოადგენდა მათთვის დიდ სირთულეს, თუმცა იყო მცირე პრობლემა  სენსორული ეკრანის გამოყენების დროს. გაკვეთილის შეფასების ბარათებში გამოიკვეთა კონკრეტული დავალების სირთულე, რომელის საჭიროებს დამატებით მუშაობას.
გეგმით დასახული მიზანი იქნა მიღწეული. გაკვეთილის შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების ხშირად ჩატარება  საჭიროა  და აუცილებელიც,  რათა მოსწავლეებმა მოახდინონ მოცემული თემის ტრანსფერი , საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების მობილიზაცია და გაუძლიერდეთ სწავლის შინაგანი მოტივაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Избранное сообщение

ანგარიში   ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ გაკვეთილის ჩატარების დღე:  1.05. 2013. სკოლა:    თბილისის  I  ექსპერიმენტული ...